თარიღები:
22 მაის - 15 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
500
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

ვივო მედიქალ ჯგუფი საქართველოს წამყვანი კლინიკების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, პაციენტზე მორგებული კლინიკებით, საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარების გზით. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ  მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო , ჟორდანიას კლინიკა. 

ვივო მედიქალ ჯგუფი  აცხადებს ვაკანსიას შპს „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში“ კოორდინატორის  პოზიციაზე 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 

სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 17:00 

ანაზრაურება: 500 ლარი 

 

ძირითადი ფუნქციები: 

  • მომხმარებელის დახვედრა და სწორი გადამისამართება; 
  • კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და  დაკვალიანება; 
  • რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება; 
  • პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ; 
  • დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; 
  • პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 

  • უმაღლესი განათლება;  
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება; 

 

პიროვნული უნარები: 

  • ორგანიზებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პასუხისმგებლობა; 
  • გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი 

 

ენები: 

  • ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი; 
  • ინგლისური  
  • რუსული 

 

კომპიუტერული პროგრამები: 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამები 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივნისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება). 

გისურვებთ წარმატებას! 

მსგავსი განცხადებები
რეგისტრატორი

კლინიკა ულტრამედი


13 მაის - 11 ივნ

რეგისტრატორი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


19 მაის - 15 ივნ

რეგისტრატორი

ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


22 მაის - 15 ივნ