გამოძახებაზე მომუშავე ოჯახის ექიმი
თარიღები:
25 დეკ 2019 - 23 იან
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@imediL.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
900
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას გამოძახებაზე მომუშავე ოჯახის ექიმის  პოზიციაზე

 

სამუშაო საათები:  ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00.

ანაზღაურება:  900 ლარი 

ექიმის გადაადგილებას უზრუნველყოფს კომპანია

                                                        

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის დიაგნოსტირება და პირველადი კონსულტაცია;
  • შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა და შესაბამისი მიმართვის გაცემა;
  • ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი, დაავადების მიმდინარებობის მეთვალყურეობა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო  განათლება პედიატრიის მიმართულებით;
  • ოჯახის ექიმის ლიცენზია;
  • მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების  ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

 

აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 იანვარი, 2020 წელი.

სადაზღვევო კომპანია “იმედი L”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

მსგავსი განცხადებები
გამსვლელი პირადი ექიმი

კურაციო


15 იან - 31 იან

ოჯახის  ექიმის ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია


09 იან - 27 იან

ოჯახის ექიმი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


25 დეკ 2019 - 23 იან

ოჯახის ექიმი

სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრი დადა


25 დეკ 2019 - 23 იან

ოჯახის ექიმი/თერაპევტი

მედისონ ჰოლდინგი


03 იან - 01 თებ

ოჯახის ექიმი/თერაპევტი

სამკურნალო სადიაგნოსტიკო ცენტრი სამგორი მედი


15 იან - 13 თებ

ოჯახის ექიმი/პედიატრი

სამკურნალო სადიაგნოსტიკო ცენტრი სამგორი მედი


15 იან - 13 თებ