აფთიაქის ფარმაცევტი თბილისსა და რეგიონებში
თარიღები:
08 ნოემ - 06 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@myimpex.ge
მდებარეობა:
თბილისი სხვა
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

კომპანია „იმპექსფარმი“ უკვე 20 წელია წარმოდგენილია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. თავდაპირველად კომპანია ახორციელებდა სადისტრიბუციო მომსახურებას, ხოლო მოგვიანებით იმპექსმა შექმნა სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ მთელს საქართველოს ტერიტორიაზე, რეგიონების გარდა უკვე დედაქალაქშიც სთავაზობს მომხმარებლებს მაღალი დონის მომსახურებას. ამჟამად კომპანია რებრენდინგის პროცესშია და სულ მალე განახლებული იერსახით წარმოჩინდება ფარმაცევტულ სივრცეში იმისათვის, რომ განგაწყოთ სიცოცხლის, სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის. კომპანია მუდმივად ზრუნავს შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი, იგი ფლობს ISO 9001-2015 სერტიფიკატს.

 

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის ფარმაცევტის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში.

 

წარმატებულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს კონკურენტულ ანაზღაურებას, როგორც ფიქსირებულ ნაწილს, ასევე მიმზიდველ საბონუსე სისტემას, დაზღვევის კორპორატიულ პაკეტს, განახლებულ სამუშაო პირობებს

 

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი მომსახურეობის გაწევა, ფარმაცევტული კონსულტაცია, ექიმამდელი სამედიცინო დახმარება;
  • სააფთიაქო პროდუქციის საცალო რეალიზაცია;
  • საჭიროებისამებრ მომხმარებლისთვის პრეპარატის ინსტრუქციის განმარტება/გატანა, მისი გამოყენების შეზღუდვებისა და შენახვის პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის ნდობის მოპოვებაზე ზრუნვა;
  • კონფლიქტური სიტუაციების პრევენციაზე ზრუნვა;
  • აფთიაქის ეფექტურობასა და მოგებაზე ზრუნვა (ქვითრის საშუალო ღირებულების ზრდა);
  • კონტროლის სამივე ეტაპზე (მიღება, გაცემა და შიდა აღწერები ) სააფთიაქო პროდუქციის ნაშთის მუდმივი კონტროლი;
  • მენეჯერთან ერთად სააფთიაქო საქონლის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ფასის მითითება, განთავსება მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • აფთიაქში ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის, მაცივარში თერმომეტრის ჩვენების მუდმივი კონტროლი;
  • მენეჯერის მითითებით სტაჟიორის პროფესიული დონის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ან სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV-ები შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
ფარმაცევტი

ჯიენჯი ფარმა


31 ოქტ - 29 ნოემ

ფარმაცევტი ბათუმში

ფარმასი +


25 ოქტ - 23 ნოემ