თარიღები:
14 მაი - 28 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.valeo.vacancy@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
თერაპია/რეაბილიტაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:
ბავშვთა ნევროლოგიური კლინიკა "ვალეო" აცხადებს ვაკანსიას ქცევის თერაპევტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ქცევის თერაპევტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტთან პირდაპირი მუშაობა და ქცევითი ინტერვენციის განხორციელება, პროფესიული ეთიკის დაცვით: ინდივიდუალური გეგმის მიხედვით სესიისთვის მომზადება და ქცევის თერაპიის პროცედურების ჩატარება კლიენტებთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფური მუშაობის დროს;
  • მონაცემთა შეგროვება და გრაფიკზე გადატანა
  • ქცევითი ანალიტიკოსისათვის ასისტირების გაწევა
  • აქტიური და უწყვეტი სუპერვიზიის მიღება, კლიენტის თერაპიული ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაცვლა
  • კლიენტთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან რგოლთან კომუნიკაცია კლიენტის ღირსების დაცვის გათვალისწინებით
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგება, ჩარევისთვის საჭირო მასალების მომზადება.
  • გუნდის შეხვედრებზე მონაწილეობა, ქეისის მომზადება და პრეზენტაცია.
  • თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება უწყვეტი განათლების საშუალებით.
 
სამუშაო საათები:
  • თავისუფალი გრაფიკი, ბენეფიციართა რაოდენობიდან გამომდინარე.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის 40 საათიანი საბაზისო თეორიული კურსის სერტიფიკატი.
  • უმაღლესი განათლება- ბაკალავრის ხარისხი (ფსიქოლოგია ან მომიჯნავე სფეროები);
 
პიროვნული მახასიათებლები:
  • კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
  • სამუშაო გამოცდილება
  • მოტივაცია
 
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
  • ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა შერჩევა;
  • გასაუბრება.
 
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე (CV)

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე hr.valeo.vacancy@gmail.com. "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქცევის თერაპევტი"
მსგავსი განცხადებები
ფიზიკური თერაპევტი

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ღია სახლი


08 მაი - 06 ივნ

ოკუპაციური თერაპევტი

ბავშვთა ნევროლოგიური კლინიკა ვალეო


29 აპრ - 28 მაი

რეაბილიტოლოგი

რეაბილიტაციის ცენტრი კინეზისი


13 მაი - 11 ივნ

ქცევითი თერაპევტი

ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრი ფაზლი


24 აპრ - 22 მაი

ქცევითი თერაპევტი

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ღია სახლი


08 მაი - 06 ივნ