აღწერა:
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: დღის რეგისტრატორი
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- რუსული ენის ცოდნა.
სასურველია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო ბარათების წარმოება;
- პორტალზე პაციენტის დაზღვევის შემოწმება;
- ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება.
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის რეგისტრატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.nlife.ge/