აღწერა:
შპს ‘’გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი’’ აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ლაბორატორიის ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტის/რეგისტრატორის და მიკრობიოლოგის პოზიციაზე.
ნიმუშების მიმღების რეგისტრატორი
ძირითადი მოვალეობები:
- საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების მიღება, რეგისტრაცია, შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება/განაწილება (შიდა ლაბორატორიული პროცედურების დაცვით);
- ერთჯერადი ან ვადიანი ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, მომართვის ფორმების გაფორმება;
- გამოცდის ოქმების გაფორმება შესაბამის პროგრამაში, შევსებული ოქმების ამობეჭდვა, დამკვეთთან დროული გაგზავნა.
- საგამოცდო ნიმუშების აღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
- ისო 17025-ით აკრედიტებულ ლაბორატორიაში დადგენილი პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ქიმია, კვების ტექნოლოგია, მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია;
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) ;
- ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
- სავალდებულოა უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან სხვა;
- სავალდებულოა კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი -პუნქტუალურობა
მიკრობიოლოგი
ძირითადი მოვალეობები:
- ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროთი დადგენილი მეთოდების გამოყენებით მოახდინოს საკვლევი ნიმუშების (წყალი, ნიადაგი, ჰაერი, სურსათი, ჩამონაბან-ჩამონარეცხები და სხვა) აღება და მიკრობიოლოგიური კვლევა საგამოცდო სფეროში გაწერილი მეთოდების გამოყენებით;
- ხელი შეუწყოს განყოფილებაში ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვას ისო 17025-ის მიხედვით;
- მოახდინოს ლაბორატორიისათვის აქტუალური ახალი მეთოდების შესწავლა, დანერგვა და ვალიდაცია;
- შეიმუშაოს/გაწეროს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, ინსტრუქციები და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია;
- უზრუნველყოს ლაბორატორიათაშორისი და პროფესიული ტესტირებების ჩატარება;
- აკონტროლოს ლაბორატორიის სახარჯი მასალების ნაშთები შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
- დაიცვას: ჩატარებული გამოცდების შედეგების კონფიდენციალობის მოთხოვნები, ინსტიტუტის შინაგანაწესი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - დოქტორი ან მაგისტრი (მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია);
- საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში) მიკრობიოლოგის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) ;
- ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
- სავალდებულოა უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან სხვა;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე
r.kobakhidze@hygiene.ge სავალდებულოა.